სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
კვლევა ეხება სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის (ნოსირი) სასწავლო-საცდელ მეურნეობაში, ალუვიურ, დაბალნაყოფიერ ნიადაგებზე გაშენებულ თხილის პლანტაციაში სხვადასხვა აგროტექნიკური ღონისძიებების შერჩევას და მის გავლენას ნიადაგის ნაყოფიერებაზე და მოსავლიანობაზე. აღნიშნული პლანტაცია გაშენებულ იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული ფაკულტეტის ბაზაზე. კვლევის მიზანია თხილის უკვე არსებული სამრეწველო პლანტაციისთვის, კონკრეტული ნიადაგურ-კლიმატური პირობებისათვის მორგებული, ნიადაგის განოყიერების მეცნიერულად დასაბუთებული საუკეთესო ვარიანტების შერჩევა. ნაშრომში მოცემულია თხილის პლანტაციაში ნიადაგური კვლევის შედეგები და მის საფუძველზე ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და თხილის კულტურის მოსავლიანობის გაზრდისათვის შერჩეული ღონისძიებების დაგეგმარების და განხორციელების შედეგები.