სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

ადრეული ტოტალური დახმარებისა (ETC) და დაზიანების ორთოპედიული კონტროლის (DCO) ქირურგიული სტრატეგიები პოლიტრავმის დროს

კვლევაში ქართულ სამედიცინო სივრცეში პირველადაა შესწავლილი პოლიტრავმით დაშავებულთა ქირურგიული მკურნალობის შედეგები ETC (ადრეული ტოტალური დახმარებისა) და DCO (დაზიანებათა ორთოპედიული…

გიორგი გაბუნია

მედიცინა | #2(22), 2023

კვლევაში ქართულ სამედიცინო სივრცეში პირველადაა შესწავლილი პოლიტრავმით დაშავებულთა ქირურგიული მკურნალობის შედეგები ETC (ადრეული ტოტალური დახმარებისა) და DCO (დაზიანებათა ორთოპედიული კონტროლის) სტრატეგიის გამოყენებისას. გაანალიზებულია გრძელი ლულოვანი ძვლებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანების დროს ოსტეოსინთეზის საკითხი და აღნიშნული აგრესიის თანმხლები ზოგადი და ადგილობრივი გართულებები. თემა აქტუალურია, რამდენადაც პოლიტრავმა წარმოადგენს მოსახლეობის სიკვდილის ძირითად მიზეზს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების გვერდით, ხოლო 18–42 წლის ადამიანების ლეტალობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე იმყოფება. კვლევას საფუძვლად დაედო ტრავმატოლოგიურ, ქირურგიულ და კრიტიკული მედიცინის განყოფილებებში მძიმე პოლიტრავმის დიაგნოზით ნამკურნალებ და გარდაცვლილ 365 პაციენტზე დაკვირვების შედეგები. გამოტანილია დასკვნა, რომ პოლიტრავმის დროს საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაზიანებათა ქირურგიული მკურნალობის პროცესში როგორც ETC (ადრეული ტოტალური დახმარების), ასევე DCO (დაზიანებათა ორთოპედიული კონტროლის) სტრატეგიის გამოყენებისას შეინიშნება უმნიშვნელო სხვაობა ზოგად და ადგილობრივ გართულებათა სიხშირეში. მტკიცება აღნიშნული სტრატეგიებიდან რომელიმე მათგანის აშკარა უპირატესობის შესახებ არ შეიძლება. მიუხედავად ტრავმატოლოგიის განვითარების დონისა, ორივე სტრატეგიის გამოყენებისას კვლავაც მაღალი რჩება ზოგად და ადგილობრივ გართულებათა რაოდენობა. მაღალია პოლიტრავმის დროს ლეტალობის მაჩვენებელი, რაც გაპირობებულია არა მარტო პაციენტების ზოგადი არაპროგნოზირებადი მდგომარეობით, შოკით, თანმხლები დაავადებებითა და ასაკით, ასევე ITLS სისტემის არასრულყოფილი დანერგვით პირველადი სამედიცინო დახმარების სისტემაში. რეკომენდებულია მეტაანალიზისა და სხვა პროსპექტული კვლევების ჩატარება, რათა შემუშავებულ იქნას პოლიტრავმის მკურნალობის ეროვნული გაიდლაინი და შეიქმნას ეროვნული ტრავმის რეესტრი ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით.

სტატიის ჩამოტვირთვა