სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

პაუზა წერით მეტყველებაში (ქართული და ინგლისური ენების შეპირისპირებითი ანალიზი)

ინგლისური ენის მართლწერის სწავლებისას აღმოვაჩინეთ გარკვეული სხვაობა ქართულ და ინგლისურ ენებში სასვენი ნიშნების გამოყენების კუთხით. განსაკუთრებულად საყურადღებოდ მივიჩნიეთ იმ სასვენი…

ნუნუ ჩარკვიანი, სოფიო ყიფიანი

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები | #2(22), 2023

ინგლისური ენის მართლწერის სწავლებისას აღმოვაჩინეთ გარკვეული სხვაობა ქართულ და ინგლისურ ენებში სასვენი ნიშნების გამოყენების კუთხით. განსაკუთრებულად საყურადღებოდ მივიჩნიეთ იმ სასვენი ნიშნების დახასიათება, რომელთა ფუნქცია წერით მეტყველებაში პაუზის გამოხატვაა. ენობრივი სისტემით განსხვავებულ ქართულ და ინგლისურ ენებში დიდი ინტერესი გამოიწვია პაუზის განხილვამ, სადაც სასვენი ნიშნები მონაწილეობენ. უდავო იყო, რომ ქართველი, ბრიტანელი და ამერიკელი ავტორების ნაწარმოებებიდან ამოკრებილი მაგალითები ნათელს მოჰფენდა ამ საკითხს; ზოგიერთი თეორიული საკითხი კი დაგვეხმარებოდა უფრო ღრმად შეგვესწავლა ის სხვაობა, რაც ახასიათებს შესადარებელ ენებში პაუზის გამომხატველ სასვენ ნიშნებს, მათ ფუნქციას და ადგილს სხვადასხვა ტიპის წინადადებებში. განსაკუთრებით საყურადღებო იყო მძიმის გამოყენების სხვადასხვა შემთხვევა, როგორც ქართულში, ასევე ინგლისურ ენაში. სტატიის მიზანიც გახლდათ დაგვედგინა ის მიზეზები, რამაც გამოიწვია ამ ენებში მძიმის ხმარების სხვადასხვა შემთხვევების არსებობა. ნაშრომის შესრულების პერიოდში ვიხელმძღვანელეთ სხვადასხვა მეთოდით: გრამატიკული გარჩევა, ენაზე დაკვირვება, შედარება-შეპირისპირება. დიდი დახმარება გაგვიწია ასევე ანალიზურ-სინთეზურმა მეთოდმა. ჩვენ მიერ შესადარებელი ენებიც ხომ ერთი (ქართული) სინთეზურია, ხოლო მეორე (ინგლისური) ანალიზური.

სტატიის ჩამოტვირთვა