სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

ხიდური აგრეგატის აძვრით ფრეზის მუშაობის ზოგიერთი თავისებურებების გავლენა ნიადაგის თესვის წინა დამუშავებაზე

ნაშრომში ნაჩვენებია ხა-ის აძვრით როტაციული ფრეზის გამოცდის შედეგები და ლიტერატურულ წყაროებში არსებული ნიადაგის დამუშავებისას მიღებული ზოგიერთი შედეგების კრიტიკული შეფასება. მოტანილია…

რანი ჭაბუკიანი, თემურ ლეშკაშელი, ლუხუმ ჭელიძე

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები | #2(22), 2023

ნაშრომში ნაჩვენებია ხა-ის აძვრით როტაციული ფრეზის გამოცდის შედეგები და ლიტერატურულ წყაროებში არსებული ნიადაგის დამუშავებისას მიღებული ზოგიერთი შედეგების კრიტიკული შეფასება. მოტანილია ნიადაგისათვის დამახასიათებელი თვისებების განმარტება, ფიზიკური შინაარსი და მათი დინამიკა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არ ემთხვევა მათზე ტრადიციულ მეცნიერულ შეხედულებას. განხილულია სახნავი ფართის მნიშვნელობა ადამიანისათვის, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებისათვის შემცირდა 20 მილ.კმ2 -ით, რომელიც 1,5-ჯერ მეტია ვიდრე დღეისათვის კაცობრიობის სამსახურში არსებული 14,34 მილ. კმ2 ფართზე). ასევე განხილულია ნიადაგების ფიზიკო-მექანიკური თვისებები ფრეზით ნიადაგის დამუშავებასთან შედარებით და ექსპერიმენტალური კვლევის შედეგების ანალიზი.

სტატიის ჩამოტვირთვა