სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

საქართველოში მოშენებული მწყრის ხორცის ქიმიური შედგენილობის და ტექნოლოგიური თვისებების შესწავლა

შესწავლილია საქართველოში მოშენებული მწყრის ხორცის ქიმიური შედგენილობა, ენერგეტიკული ღირებულება, ტექნოლოგიური და მორფოლოგიური მაჩვენებლები. დადგენილია, რომ გამოსაკვლევი ჯიშების მწყრის…

დოდო თავდიდიშვილი, მანანა ფხაკაძე, თამთა ჯღამაძე

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები | #2(22), 2023

შესწავლილია საქართველოში მოშენებული მწყრის ხორცის ქიმიური შედგენილობა, ენერგეტიკული ღირებულება, ტექნოლოგიური და მორფოლოგიური მაჩვენებლები. დადგენილია, რომ გამოსაკვლევი ჯიშების მწყრის ხორცი გამოირჩევა ცილების მაღალი შემცველობით, ცხიმების ზომიერი რაოდენობით და შედარებით დაბალი ენერგეტიკული ღირებულებით. განსაზღვრულია მწყრის ნაკლავის სახორცე პროდუქტიულობა, სხვადასხვა ანატომიური ნაწილის გამოსავლიანობა, ცალკეული ქსოვილების შემცველობა და თანაფარდობა. გაანგარიშებულია ხორციანობის ინდექსი. ცხოველურ ცილებზე ადამიანის დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების დონე მეტყველებს, რომ მწყრის ხორცი შეიძლება ჩაითვალოს ფუნქციურ პროდუქტად. მიღებული მონაცემების ერთობლიობა მეტყველებს მწყრის ხორცის გამოყენების მიზანშეწონილობაზე დიეტურ და სამკურნალო-პროფილაქტიკურ კვებაში.

სტატიის ჩამოტვირთვა