სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

მერქნიან მცენარეთა მდგომარეობის კვლევის შედეგები ქ. ქუთაისში

კვლევის მიზანი იყო ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოზარდი მერქნიანი მცენარეების მდგომარეობის შესწავლა და მათი რეაბილიტაციის ღონისზიებების შემუშავება. ობიექტზე მცენარეების…

ეთერ ბენიძე, რამაზ კილაძე, გიორგი კილაძე, თეონა მუმლაძე

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები | #2(22), 2023

კვლევის მიზანი იყო ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოზარდი მერქნიანი მცენარეების მდგომარეობის შესწავლა და მათი რეაბილიტაციის ღონისზიებების შემუშავება. ობიექტზე მცენარეების დათვალიერებამ და მათმა შესწავლამ აჩვენა, რომ აქ იზრდება: 32 ოჯახის, 53 გვარის, 63 სახეობის საკმაოდ ფართო ასორტიმენტის მქონე 1144 ძირი მცენარე, რომლებიც წარმომადგენელია წიწვოვნების, მარადმწვანე ფოთლოვნების და პალმების სახით. ჭავჭავაძის გამზირის გაყოლებაზე, რიგობრივი ნარგაობის სახით ძირითადად იზრდება აღმოსავლეთის ჭადრის ზრდასრული მცენარეები, რომელთა გასხვლა-ფორმირება წლების განმავლობაში არასწორად - აგროტექნიკური ხერხების დარღვევით მიმდინარეობდა, რამაც დაამახინჯა ისინი, რის გამოც ბევრი მათგანი გახმა. გამზირის მოსაზღვრე ტერიტორიებზე ძირითადად იზრდება სხვა სახეობის ასაკოვანი მცენარეები, რომლებიც, ასევე საჭიროებენ სწორ სხვლა-ფორმირებას და მოვლის აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებას. გვინდა ავღნიშნოთ, რომ ბოლო წლებში დარგული მცენარეების უმეტესობა წესების დარღვევითაა დარგული, რაც ასევე მოითხოვს კვალიფიცირებული სპეციალისტების ჩარევას და მდგომარეობის გამოსწორებას.

სტატიის ჩამოტვირთვა