სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმირებული თანხმობა და პაციენტები

ინფორმირებული თანხმობა გულისხმობს პაციენტის ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის…

თენგიზ ვერულავა

მედიცინა | #2(22), 2023

ინფორმირებული თანხმობა გულისხმობს პაციენტის ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ ჩარევასთან დაკავშირებული რისკის განმარტების შემდეგ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეთიკურად და იურიდიულად, არამედ ზრუნვის ეფექტურობისთვისაც. კვლევები ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტებს არ აქვთ ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების შესახებ სათანადო ინფორმაცია. შედეგად, ის მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. კვლევის მიზანია საქართველოში პაციენტის ინფორმირებული თანხმობის შესახებ არსებული პრობლემების და მათი გადაწყვეტის გზების შესწავლა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ქირურგიული პაციენტების გამოკითხვა სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით. პაციენტთა 34%-მა (n=68) არ იცოდა, რა ქირურგიული ჩარევა განხორციელდა; 57%-მა (n=114) მიიღო საკმარისი ინფორმაცია დიაგნოზისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ; თუმცა, 26% (n=52) მხოლოდ ნაწილობრივ დაეთანხმება ამ დებულებას; პაციენტთა 62%-მა (n=124) იცოდა, რომ ოპერაცია სჭირდებოდა; 66% (n=132) იყო ადეკვატურად ინფორმირებული მკურნალობის ალტერნატიული გზების რისკებისა და სარგებელის შესახებ; 58% (n=116) იყო ინფორმირებული ოპერაციის დროს პოტენციური რისკების შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები უნდა იყვნენ უკეთ ინფორმირებული მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტების, ქირურგიული ჩარევის საჭირო-ებების, ქირურგიული მკურნალობის ალტერნატიული გზების სარგებლიანობისა და რისკების შესახებ. პაციენტებისთვის ინფორმაციის გადაცემისას საჭიროა მეტი ყურადღების დათმობა მათი ინფორმირებულობის ასამაღლებლად. ექიმებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია პაციენტებს მათთვის გასაგებად. მიზანშეწონილია ტრენინგების ჩატარება სამედიცინო პერსონალთან, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელია პაციენტების ინფორმირებულობაზე.

სტატიის ჩამოტვირთვა