სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
წარმოდგენილ ნაშრომში მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის კონტექსტში განხილულია ახალი საჯარო მენეჯმენტის განხორციელების ეკონომიკური ფაქტორი საქართველოში, რაც საკითხის ამ ჭრილში წარმოდგენის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. კერძოდ, ახალი საჯარო მენეჯმენტის რეფორმებთან დაკავშირებული საქმიანობისათვის დამახასიათებელია სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორისათვის თავისი ფუნქციების ნაწილის გადაცემა, რომელიც გაჭიანურებული დეცენტრალიზაციის ფონზე მრავალ სირთულეს შეიცავს. ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოში რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის, როგორც სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული საქმიანობის განხორციელების ძირითადი რგოლის საქმიანობა, რომელიც ხელმძღვანელობს საჯარო კერძო პარტნიორობის (PPP) და გარე კონტრაქტირების პრინციპებით. მუნიციპალიტეტებთან საქმიანობაში წარმოჩენილია სირთულეები და ინსტიტუციური პრობლემები. ნაშრომის სიახლეს, აგრეთვე, წარმოადგენს ახალი მაჩვენებლის - „მუნიციპალიტეტის საჯარო მენეჯმენტის ინფრასტრუქტურის მაჩვენებლის“ შემოტანა, რაც პოზიტიურ ეფექტს მოგვცემს კონკრეტული მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის დიაგნოსტიკის, დაგეგმვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.