სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

მშვიდობა და ჰორაციუსის ოდების მუსიკალური არქიტექტურის მეტატექსტუალური ანალიზი (,,ფილისს“, საიუბილეო ჰიმნი ანუ ჰიმნი საუკუნო“)

შესწავლილი მასალის ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჰორაციუსის ოდებში გვხვდება სტროფების რიტმული მრავალფეროვნება, რომელიც მას შემდეგ აღარ განმეორებულა. იგი იყენებს თავისუფალ…

ნუკრი კარკაძე

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები | #1(21), 2023

შესწავლილი მასალის ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჰორაციუსის ოდებში გვხვდება სტროფების რიტმული მრავალფეროვნება, რომელიც მას შემდეგ აღარ განმეორებულა. იგი იყენებს თავისუფალ რიტმს, რომელიც საშუალებას აძლევს შემსრულებელს, მისი კითხვისას, სრულიად გათავისუფლდეს ყოველგვარი მუსიკალურ-პოეტური საზომისაგან. შედეგად, წინადადებაში ხდება სიტყვების თავისუფალი განლაგება. მუსიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს ჰორაციუსის ოდებში. მისი ლექსის რიტმი არ არის გაჯერებული ერთი და იმავე მუსიკალური თემებით, რაც, უდავოდ, მასზე, როგორც მაღალ პროფესიულ კომპოზიტორზე მეტყველებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჰორაციუსმა თავის ოდებში გამოიყენა 100-ზე მეტი მუსიკალური ტერმინი და მათი განმარტებები. ყველა ოდაში ადამიანის გრძნობებსა და ქმედებებს თან ახლავს მუსიკალური ინსტრუმენტის ხმა და ხასიათი, რომელიც შეესაბამება სიმფონიის პრინციპებს. ვფიქრობთ, პოეტმა მუსიკა ლირიკულ რიტმს დაუმორჩილა და ამით სრულიად ახალი ჟანრი მიიღო, რომელიც შემდგომ ხელოვნების მრავალი დარგის საფუძველი გახდა.

სტატიის ჩამოტვირთვა