სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

ეკონომიკის სპეციალიზებული განვითარებისა და რეგიონული კოოპერაციის გაღრმავების შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში

განვითარების თანამედროვე ეტაპზე არნახულად შეიცვალა როგორც გლობალური ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების თავისებურებები, ისე კონკრეტული რეგიონებისა თუ ქვეყნებისა განვითარების პირობები.…

გიორგი ღავთაძე, სალომე ქარჩხაძე

ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ფინანსები | #2(20), 2022

განვითარების თანამედროვე ეტაპზე არნახულად შეიცვალა როგორც გლობალური ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების თავისებურებები, ისე კონკრეტული რეგიონებისა თუ ქვეყნებისა განვითარების პირობები. განსაკუთრებით, ეს ითქმის ახალ სახელმწიფოებზე, რომლებიც ღრმა სისტემურ ცვლილებებს განიცდიან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის, ვაჭრობის გახსნილობისა და უცხოური ინვესტიციების შემოდინების გამო. ანალოგიური მდგომარეობაა, ზოგადად, სამხრეთ კავკასიასა და, კონკრეტულად, საქართველოში. მსოფლიო სამეურნეო სისტემაში „მცირე ქვეყნებს“ საკმაოდ გამოკვეთილი ადგილი უჭირავთ. შესაბამისად, საქართველოს აქვს საერთაშორისო მასშტაბის პერსპექტივები, საკუთარი რესურსებისა და უპირატესობების უფრო სწორი, რაციონალური და მიზანმიმართული გამოყენების (ეკონომიკის სპოეციალიზაციის) და შესაბამისი პოლიტიკის რეალიზების პირობებში. აღნიშნულს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ქვეყნის პოზიციების გამყარება და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. წინამდებარე სტატიის ფარგლებში, განხორციელებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების კვლევა სპეციალიზებული განვითარებისა და რეგიონული კოოპერაციის გაღრმავების მიმართულებით და შესაბამისი უცხოური გამოცდილების გაანალიზების საფუძველზე, შემუშავებულია გარკვეული რეკომენდაციები.

სტატიის ჩამოტვირთვა