სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711
სტატია შეეხება ანტიუტოპიის როგორც ლიტერატურული ჟანრის სპეციფიკის პრობლემას. უტოპიასთან მუდმივ პოლემიკაში მყოფი დამოუკიდებელი კონტრჟანრი, ანტიუტოპია, უარყოფს უტოპიას, მაგრამ ვითარდება მისთვის დამახასიათებელი ჟანრული პრინციპის, თეორიული პოსტულატების საფუძველზე. ნაშრომი ეყრდნობა როგორც ამერიკელი და ევროპელი, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ქართველი მევცნიერის, ირმა რატიანის, კვლევებს ანტიუტოპიის ჟანრობრივ მახასიათებელთან დაკავშირებით. მასში განიხილულია ტერმინ „ანტიუტოპიის“ დეფინიციის პრობლემა, განსაკუთრებით, „დისტოპიასთან“ მიმართებით. XXI საუკუნე ანტიუტოპიური პერსონაჟების ახლებურ ტიპაჟს გვთავაზობს. მკვიდრდება „ორი ლიტერატურის“ ცნება. პირველში ადამიანი გამოყოფილია როგორც საზოგადოებისაგან შექმნილი სოციალური ფენომენი, რომლის კონფლიქტი კონკრეტული ისტორიული გარემოებითაა განპირობებული. მეორე ტიპში კი ადამიანი წარმოდგება არსებად, რომელსაც გამოარჩევს გენეტიკური მემკვიდრეობით მიღებული ინდივიდუალური თვისებები.