სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

ჰომეროსი. ილიადა: მეორეხარისხოვანი პერსონაჟები

სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ ჰომეროსის ეპოსის მეორეხარისხოვან პერსონაჟებზე, რომლებიც ირაზმებიან მთავარი გმირის ან გმირების ირგვლივ და აქტიურად მონაწილეობენ მოქმედების განვითარებაში,…

ვახტანგ ენდელაძე

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები | #2(20), 2022

სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ ჰომეროსის ეპოსის მეორეხარისხოვან პერსონაჟებზე, რომლებიც ირაზმებიან მთავარი გმირის ან გმირების ირგვლივ და აქტიურად მონაწილეობენ მოქმედების განვითარებაში, ასრულებენ დადებით ან უარყოფით როლს. მთავარ გმირთა სახის გახსნაში მეორეხარისხოვან პერსონაჟებს დიდი ფუნქცია აკისრიათ. ჰომეროსის ეპოსში მათი საშუალებით წარმოჩნდება მთავარი გმირის სახე, მისი სიმამაცე თუ უძლურობა. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, ხშირ შემთხვევაში, ეხმარებიან ჰომეროსის გმირებს ამა თუ იმ სიძნელისა თუ დაბრკოლების გადალახვაში. არის შემთხვევები, როდესაც მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მთავარ გმირებს, დახმარების ნაცვლად, პირიქით, ხელს უშლიან დასახული მიზნის მიღწევაში. რა როლს ასრულებს მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ჰომეროსთან, დამოკიდებულია იმაზე, რისი ხაზგასმა სურს ეპიკოსს გმირში. ჩვენ მიერ სტატიაში წარმოდგენილი მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ქმნიან კონფლიქტს, ავითარებენ სიუჟეტს და მთავარი გმირის ტრანსფორმაციის კატალიზატორნი არიან. ურთიერთობა, რომელსაც ეპიკური გმირი ქმნის ამ მეორეხარისხოვან პერსონაჟებთან, ავითარებს ერთ უწყვეტ რკალს და როგორ წყდება ეს ურთიერთობები, ეს ჰომეროსის ეპოსის სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ხაზი, რომელიც, ხშირად, თითქოს მეორე პლანზეა, მაგრამ უნიკალურია და თუ „ილიადა“ „ილიადაა“, „ოდისეა“ – „ოდისეა“ და „ენეიდა“ – „ენეიდა“, ამაში, აქილევსთან, ოდისევსთან და ენეასთან ერთად, ანდრომაქეს, პენელოპეს და კამილას წვლილიც საკმაოდ დიდია. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეაში“, შეიძლება ითქვას, დამხმარე პერსონაჟები არიან, ისინი, ვინც, ერთის მხრივ, მთავარ გმირს ეხმარებიან უკეთესი ან უარესი ასპექტით გამოჩნდნენ და მეორეს მხრივ, მკითხველს ეხმარებიან, უკეთ დაინახონ, შეიყვარონ, შეიძულონ მთავარი გმირი, ან დარჩნენ სრულიად ნეიტრალური მათ მიმართ.

სტატიის ჩამოტვირთვა