სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

საბანკო-საფინანსო საქმის დაარსების ისტორიიდან თბილისსა და ქუთაისში XIX საუკუნეში

სტატიაში წარმოდგენილია XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში (თბილისსა და ქუთაისში) საბანკო - საფინანსო საქმის გამართვის და დაფუძნებისთვის განვლილი ეტაპების ერთგვარი ისტორიები,…

თეა გაგუა

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები | #2(20), 2022

სტატიაში წარმოდგენილია XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში (თბილისსა და ქუთაისში) საბანკო - საფინანსო საქმის გამართვის და დაფუძნებისთვის განვლილი ეტაპების ერთგვარი ისტორიები, რომელსაც თან ახლდა წინააღმდეგობები, სირთულეები, იდეური, კლასობრივი შეუთანხმებლობა თანამოაზრეთა შორის, დაინტერესების საგანი სტატიაზე მუშაობის პროცესშიც სწორედ ის არის, რომ რუსულ მარწუხებში მოქცეულმა ქართული საზოგადოების ნაწილმა მთავარ ღირებულებად ერის თვითმოქმედების მატერიალური გზა აირჩია და დაინახა საზოგადოებაზე მორგებული ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარი ასპექტები. სტატია ნათლად წარმოაჩენს პერსონალიებს და მათ როლს საბანკო საქმის გამართვის საქმეში, გამოკვეთავს, თუ როგორ ცდილობდა ფეოდალური არისტოკრატია საადგილმამულო ბანკის იდეის დასამარებას, თერგდალეულები კი მხურვალედ იცავდნენ. სტატიაში ნათლად იკვეთება, რომ პროგრესულად მოაზროვნე ქართული საზოგადოების ნაწილი ბანკის დაარსების მთავარ აზრს შემდეგნაირად ხედავდა, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო პრივილეგირებულთა კლასის ინტერსების გამდიდრების წყარო, არამედ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული საერთო-საზოგადოებრივი განვითარების ხელშემწყობი დაწესებულება.

სტატიის ჩამოტვირთვა