სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

მეტყველების თემა-რემატული სტრუქტურა, წინადადების აქტუალური დანაწევრების თეორია და არქიტექსტის რობლემა

წინამდებარე სტატიში განხილულია წინადადების აქტუალური დანაწევრების თეორია და მისი ორგანული კავშირი არქიტესტის პრობლემატიკასთან. წარმოდგენილი აგრეთვე დიალოგის ის ზოგადენობრივი საფუძველი,…

ეკატერინე ჯულაყიძე

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები | #1(21), 2023

წინამდებარე სტატიში განხილულია წინადადების აქტუალური დანაწევრების თეორია და მისი ორგანული კავშირი არქიტესტის პრობლემატიკასთან. წარმოდგენილი აგრეთვე დიალოგის ის ზოგადენობრივი საფუძველი, რომელის გარეშე შეუძლებელია არქიტექსტის კონცეპტუალიზაცია და მოდელირება. თემა– რემატულობის სტრუქტურის კონცეპტი თავისი წარმოშობითა და შინაარსით უკავშირდება წინადადებას როგორც შინაარსობრივი „დატვირთვის“ პრობლემას. და სწორედ ამიტომ – წინადადების აქტუალური დანაწევრების პრობლემატიკას. თემა–რემატულობა როგორც ენობრივი მოვლენა „ვერ ეტეოდა“ წინადადების ფარგლებში. მაგრამ, ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს საკმარისი პრობლემის უბრალო გადატანა წინადადების დონიდან ტექსტის დონეზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს არის ის პრობლემათა ერთობლიობა, რომლებმაც მიიყვანა თანამდეროვე ლინგვისტიკა ტექსტის ვერბალური კომუნიკაციის უმაღლეს ერთეულად აღიარებამდე. არქიტექსტის პრობლემასთან დაკავშირებული ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია, განხილულ იქნას თემა – რემატულობასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, სადაც სამეტყველო-კომპოზიციური ფორმა გადამწყვეტ როლს თამაშობს თემა-რემატული სტრუქტურის არქტიტექსტის კონცეპტში გადასატანად.

სტატიის ჩამოტვირთვა