სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

COVID-19-ით ავადობის ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები იმერეთის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალში

კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია გლობალური პრობლემა და მსოფლიო კრიზისის მიზეზია, რომელიც მოითხოვს ყველა სფეროს წარმომადგენლების მობილიზებას, რათა პასუხი იყოს მრავალმხრივი. ეპიდემიის…

ალინა ფახურიძე, დალი ქობულაძე

მედიცინა | #2(22), 2023

კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია გლობალური პრობლემა და მსოფლიო კრიზისის მიზეზია, რომელიც მოითხოვს ყველა სფეროს წარმომადგენლების მობილიზებას, რათა პასუხი იყოს მრავალმხრივი. ეპიდემიის პროცესში არსებული გამოწვევები საკმაოდ კომპლექსურია, რაც რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას ითხოვს. სამედიცინო პერსონალი კოვიდ-19-ის პანდემიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ჯგუფია, ამიტომ მათი ინფიცირების პრევენცია პანდემიის მართვის მნიშვნელოვანი ასპექტია. სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენელთა დაინფიცირების უმეტესი შემთხვევები კლასიფიცირებულია, როგორც დაწესებულებაში შეძენილი, ხოლო ნაწილი სოციალური და ოჯახური კონტაქტებია. წარმოდგენილი კვლევით პირველად იქნა შეფასებული იმერეთის რეგიონში კოვიდ-19-ით ავადობის ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები სამედიცინო პერსონალში.

სტატიის ჩამოტვირთვა