სამეცნიერო რეცენზირებადი/რეფერირებადი ჟურნალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე ISSN 2233-3711

უდების თვითმყოფადობის ელემენტების კვლევა საქართველოში

მიუხედავად საქართველოს ტერიტორიული სიმცირისა, მისი მოსახლეობა ეთნიკური და რელიგიური მრვალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენი ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში სხვადახვა ეთნოსის წარმომადგენლები…

მერაბ დათუაშვილი, ირინე ჩარკვიანი, ნანა თხელიძე, გიორგი სორდია

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები | #2(22), 2023

მიუხედავად საქართველოს ტერიტორიული სიმცირისა, მისი მოსახლეობა ეთნიკური და რელიგიური მრვალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენი ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში სხვადახვა ეთნოსის წარმომადგენლები მკვიდრდებოდნენ და წარმატებით ახერხებენ მშვიდობიან თანაცხოვრებას ადგილობრივ მოსახლეობასთან. საქართველოს ეთნიკური გარემოს ჩამოყალიბება ძირითადად რუსეთის იმპერიის სამხრეთსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება. აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე ეთნომიგრაციებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მონღოლებისა და თემურ ლენგის თვდასხმებმა, ირან-ოსმალეთისა და რუსეთ-თურქეთის ომებმა, ასევე სხვადასხვა მომთაბარე ტომების მოძრაობამ. სტატიაში განხილულია თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ერთ-ერთი ჯგუფის, უდების საქართველოში მიგრაციის მიზეზები და პროცესები, ცხოვრების წესი, ტრადიციული სამოსი და აღკაზმულობა. კვლევის აქტუალობა, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მიერ ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მის ზოგადქართულ კულტურულ სივრცეში ინტეგრირების საკითხებიდან გამომდინარეობს. საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად და რელიგიურად გასხვავებული ჯგუფების კულტურული მემკვიდრეობა აღიარებულია ზოგად ქართულ კულტურულ მონაპოვრად. შესაბამისად, კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ხალხის პოპულარიზაციის პროცესებს ქვეყნის ზოგად კულტურულ სივრცეში.

სტატიის ჩამოტვირთვა